აალებული ღორობა

April 5, 2010 1 comment

მინდა წარმოგიდგინოთ ღორობის კიდევ ერთი, შესანიშნავი ნიმუში. მართალია ღორებს არ აქვთ სანაგვეები და არც ცეცხლის დანთება იციან, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს და ვიცით, რაც მთავარია…

წყარო: ფრილანდია

აალებული ღორობა

სამცხეჯავახეთური ღორობები

November 30, 2009 4 comments

შემდეგი სამი ღორობა აბასთუმანი-ვარძიის ტერიტორიებზეა აღმოჩენილი.

ღორობა აბასთუმნის მდინარეში:

აბასთუმნელი მეძროხეების ღორობა ობსერვატორიის ეზოში:

და კულьტურული ტურისტების ღორობა ვარძიის ერთ-ერთ ქვაბულში:

ოცნების ფასი

November 30, 2009 2 comments

ყველაფერი იყიდება და ყველაფერს თავისი ფასი აქვს… თანამედროვეობის ღორობა.

დათა თუ სახშია?

November 2, 2009 6 comments
ვაჟკაცი კაცი, კაი კაცი, ნაღდი ქართველი

ვაჟკაცი კაცი, კაი კაცი, ნაღდი ქართველი

 

შიშველი ღორობა

October 27, 2009 5 comments

ამაზე ის გამახსენდა, ბელუქსის მსგავს რეკლამას რომ მიასხეს ანალოგიურად საღებავები და ბელუქსის მესვეურებმაც რომ შეცვალეს ბანერი, ყველასათვის ცნობილი ხარის ბანერით და ქვემოთ წარწერა გაუკეთეს – ეს გირჩევნიათ?

აქ რა უნდა დაიკიდოს ხარის ნაცვლად და იგივე წარწერით, თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია:

naked

საპატიო თბილისელები

October 26, 2009 1 comment

საინტერესოა კრიტერიუმი, რომლითაც ეს წოდება ენიჭებათ. კრიტერიუმი კი მართლაც რომ არსებობს, სურათზეც შეგიძლიათ იხილოთ. თბილისის მერიის საიტიდანაა სკრინი.

დააჭირეთ გასადიდებლად:

sapatio

ისტორიული ღორობა

October 26, 2009 3 comments

აი ამ მომენტმა დაგვღუპა ჩვენ, რომელიც ამ ვიდეოშია. მართალია ასეთი მომენტები ჩვენს ისტორიაში მანამდეც ბევრი იყო, მაგრამ უახლესი ისტორიაც არ უნდა დავივიწყოთ. ამით დავიწიეთ ჩვენ 10-12 წლით უკან.

ინტერნეტღორობა

October 25, 2009 Leave a comment

ინტელექტის ზეიმია ეს წარწერა, დამეთანხმებით:

shemodit

თბილისობის ღორობა

October 25, 2009 1 comment

თბილისობის დღესასწაული შემოდგომის ზეიმთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციად იქცა დედაქალაქის შუაგულში – რიყეზე, გრანდიოზული საწნახელის მოწყობა და ყურძნის დაწურვის სახალხო ცერემონიალი. წლევანდელ თბილისობაზე 20 ტონა ყურძენი დაიწურა.

ეს ოფიციალური ვერსიით. სინამდვილეში კი ეს იყო ღორობის ზეიმი. ვისაც არ გჯერათ, შეგიძლიათ გახვიდეთ და თქვენი თვალით დაათვალიეროთ ჯერ კიდევ აულაგებელი გასრესილი კარალიოკები, კარტოფილის ნაფცქვენები, ცარიელი ჭურჭლები, გალოკილი შამფურები და სხვა მსგავსი ღორობა იმ ადგილებში, სადაც გუშინ საერთო სახალხო ზეიმები მიდიოდა. სხვა ადგილებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სპორტის სასახლესთან შეგიძლიათ გახვიდეთ და დატკბეთ.

მერია

ვანოს შოუს ღორობა

October 24, 2009 5 comments

თავისთავად კოხორას ფენომენი რომ უკვე ღორობაა, ალბათ ამაში დამეთანხმებით. ხოლო მასზე ღადაობა კი ათმაგად ღორობაა.

ადამიანებს საერთოდ ახასიათებთ ისეთი თვისება, რომ სხვის რაღაც სისულელეებზე და ნაკლებზე შეუძლიათ ღორებივით იხალისონ. ამ ვიდეოში კი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე არხის ეთერში გადაიცა ამასწინათ, ეს ღორობა პიკს აღწევს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.